ტერმინი ფლორა ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთია , აგრეთვე , გარკვეული ტერიტორიის- ქვეყნის , ოროგრაფიული ერთეულის , კუნძულის , კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობის ერთობლიობაა . პირველად ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი მიხალ ბოიმმა ( 1614-1659 ) ნაშრომში „ Flora Sinensis “_ ში გამოიყენა , ხოლო , მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნარკვევი „ ლაპლანდიის ფლორა “ დაასათაურა . დღევანდელ სტატიაში კი შეხვდებით ამ ტერმინს , ტოსკანის დედაქალაქის ფლორენციის სინონიმად . ფლორენცია , იგივე ჶირენზე ეგრედ წოდებული ფლორენციის პროვინციის დედაქალაქია , ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს შორის , 367 569 მცხოვრებით ( 1 500 000 შემოგარენის ჩათვლით ) .
ქ. ფლორა მდინარე არნოს გასწვრივ მდებარეობს და თავისი ისტორიით , არქიტექტურითა და შუა საუკუნეების რენენსანსული ეპოქით ძალიან მდიდარია და განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულებების მატარებელია . ფლორენცია ხშირად იტალიური რენესანსის აკვნად მოიაზრება და მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ . დინასტია მედიჩების მართველობის პერიოდში , ქალაქს ხანგძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდათ და 1865-დან 1870 წლამდე იტალიის სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა . ქალაქი დღემდე მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა . ჶირენცე ცნობილია მსოლიოს როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ქალაქი , და ბევრი მას ამჟამადაც იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს , რომელიც ცნობილია ასევე მრავალი ისტორიული პიროვნებებისა და მოღვაწეების სამშობლოდ . მაგალითისთვის : ბოკაჩო (მეცნიერი , დეკანმერონის ავტორი ) , დანტე ალიგიერი , იგივე დურანტე ( მწერალი , პოეტი ) , მიქელანჯელო ( მოქანდაკე , მხატვარი , არქიტექტორი და პოეტი ) , სანდრო ბოტიჩელი , იგივე ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი ( მხატვარი ) , ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი ( საფრანგეთის დედოფალი და რეგენტი ) , ნიკოლო მაკიაველი ( დიპლომატი , ფილოსოფოსი , მწერალი და ჰუმანისტი ) , გალილეო გალილეი ( ფიზიკოსი , ასტრონომი და ფილოსოფოსი ) , რობერტო კავალი ( მოდის დიზაინერი ) , დონატელო ( მოქანდაკე ) და სხვანი .
ამინდის ტემპერატურა ფლორენციის ზონაში ზომიერია , ცხელი ზაფხულითა და ცივი , მშრალი ზამთრით , გამომდინარე მისი ადგილმდებარეობიდან . დამაკავშირებელი ვენტილაციის სიმწირის გამო , ქალაქში ზაფხული საგრძნობლად ცხელია , როგორც სანაპიროზე .
დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა ჶირენცეში 44 °C აღწევდა , 1983 წლის ივლისში , ხოლო ტემპერატურის ვარდნა კი -23 °C შეინიშნა , 1985 წლის იანვარში .
სასაუბრო ენა ე. წ. ფლორენტინულია , ტოსკანურ დიალექტზე აღმოცენებული , რომელიც ბევრ ნაწილში არის იდენტური სტანდარტულ იტალიურთან და ამჟღავნებს გამოთქმების თავისებურებასაც .
მოსახლეობის 99% რომაული-კათოლიკეა , განპირობებული მნიშვნელოვანი ადგილი არქიეპისკოპოსი და საეპისკოპოსო ეკლესიისა , სანტა მარია დელ ჶიორის კათედრალია . ქალაქში თვალსაჩინოდ ფიქსირდება სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების ტაძრებიცა და სინაგოგებიც .
ქ. ფლორენციის ძირითადი ღირშესანიშნაობებია : დასავლეთი ფასადი ტაძარი , უფიცის გალერეა და პალაცო ვეკიოს ფონი . 1294 წელს აშენებული ჶრანცისკას ეკლესია , სანტა კროჩე . პირველი მშენებლობა ადრეული რენესანსის პალასი მედიჩი რიკარდია . აგრეთვე , პიტის პალასის ბაღის ფასადებია აღსანიშნავი . საყურადღებოა შუა საუკუნეების დროინდელი ძველი ხიდი , მდინარე არნოზე . გადმოცემის თანახმად თავდაპირველად ხის ხიდი , ამ ადგილას რომაელებს აუგიათ , რომელიც შემდგომში 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა და 1345 წელს ხიდი ხელახლა ააგეს ამჟამად კი ქვისაგან . ხიდის უმთავრესი დიზაინი ტადეო გადის ეკუთვნოდა და იგი სამი სეგმენტური თაღისგან შედგება , რომელთაგან ცენტრალური 30 მეტრის დიამეტრისაა , განაპირა ორი კი — 27 მეტრის . ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა . მათი ეს დაინტერესება ლეგენდის თანახმად იმით აიხსნება , რომ ხიდზე ვაჭრობა იმ დროს გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა და 1565 წელს ჯორჯო ვაზარის კოზიმო I დე მედიჩის დაკვეთით ხიდზე „ ვაზარის კორიდორად “ წოდებული შენობა დაუშენებია , რათა პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე გზა არქიტექტურულ კონტექსტში ჩაწერილიყო . 1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად კოზიმო მედიჩიმ ხიდზე ყასბებს ხორცის გაყიდვა აუკრძალა და მას შემდეგ ხიდი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს . ხიდის გასწვრივ დაკიდულ საიუველირო მაღაზიებს მრავალი ტურისტი სტუმრობს .
პოპულარული მიქელანჯელოს ბოტანიკური ბაღია აგრეთვე ტურისტებისათვის მიმზიდველი , მიქელანჯელოს მონუმენტით დამშვენებული და მასში გადმოსახედიდან , ქალაქის სრული პანორამით . ასევე , ფლორენციის ცნობილი პალასებია ტურისტებისათვის სანახაოებრივი : ,, პალაცო დელ ბარჯელო და პალაცო დავანცატი ” . ხოლო , რენესანსული დროის სანახოებს შორის ,, პალაცო რუჩელაი , პალაცო სტროცი და პალაცო პანდოლჶინი ” ირიცხება .
ტურისტებისათვის ქალაქში გადასაადგილებლად მეტად ხელსაყრელია პიაცაზე განთავსებული ფაეტონები და მინიტაქსები . ხოლო , იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება პრანძო+მერენდით ( სადილი-დესერტით ) თითო პერსონაზე საშუალოდ 20 ევრომდე მერყეობს .
კულტურული ქალაქი ცნობილია არა მხოლოდ რენესანსული ეპოქით , ხელოვნებითა და არქიტექტურით , არამედ განთქმულია სპორტის სახეობებშიც : ფეხბურთში , რაგბში და საბრძოლო ხელოვნებაში , რომელიც სათავეს 15 საუკუნიდან იღებს . მოდის ინდუსტრია კი ქალაქის განვითარებისა და მრავალფეროვნებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და წამყვანი სახეა .
ავტორი : ეკატერინე რამიშვილი ( ჯორჯიანა )
საინფორმციო წყარო : თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია
ფლორენცია , იტალია