Quantcast
Channel: უკატეგორიო –მე, რეპორტიორი
Viewing all articles
Browse latest Browse all 830

ჰერეთის ყუმის ბაზილიკა

$
0
0

ყუმის ბაზილიკა მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ლექართის ჩრდილო–აღმოსავლეთით დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით მდებარე ძველ ქართულ სოფელ ყუმის ცენტრში.

ყუმის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (აზერ. Qum məbədi) — VI საუკუნის ბაზილიკური ტაძარი ჰერეთში. მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში.

ყუმის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (36,5х19,3 მ), რომელიც გეგმის კომპოზიციითა და სივრცობრივ-ხუროთმოძღვრულ ბაზილიკურ ფორმით ენათესავება ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრებს. შეიძლება ითქვას, რომ ყუმის ტაძრის გეგმა ზემოთხსენებული ტაძრების გეგმის კომპოზიციების განმეორებას წარმოადგენს.

ძეგლის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებულია ა. ხახანაშვილის მიერ 1895 წელს. აღნიშნული ძეგლის მეცნიერულ შესწავლას ხელი მოჰკიდა არქიტექტორმა პ. ბარანოვსკიმ, რომელმაც პირველად აწარმოვა ყუმის ტაძრის არასრული, დაუმთავრებელი არქეოლოგიური გათხრები 1940 წელს.

ყუმის ტაძარზე ყოფილა ასომთავრული ქართული წარწერები, მაგრამ ამჟამად წარწერებიანი ქვები ყველა დაკარგულია და სადღეისოდ ამ ძეგლის შესახებ ადგილზე არავითარი ეპიგრაფიკული სახის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება.

1946 წ. არქიტექტორ პ. ბარანოვსკის მოწვევით, ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა ადგილზე დაათვალიერა, ეს ძეგლი. მისი აზრით ყუმის ბაზილიკის ფორმა, გეგმის კომპოზიცია, გრომპების გამოყენება და მრგვალი მოხაზულობის აგურის ბურჯების ამოყვანა, რა თქმა უნდა, თავისთავად არ ეწინააღმდეგება, რომ ყუმის ტაძარი მივაკუთვნოთ VI-VII საუკუნეებს.

ruka_saingilo

Qum_məbədi2

800px-Qum_məbədi

800px-Qum_məbədi3

Kumi_church_plan


Viewing all articles
Browse latest Browse all 830

Latest Images

Trending Articles